საშობაო

1

საშობაო _  შობისა, შობა დღისთვის განკუთვნილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება პირჯვრის გადაწერა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღესასწაული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითებით ხელები ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.