საშინაო

9

საშინაო _  შინ, ოჯახში, სახლში არსებული, გამოსაყენებელი ან გასაკეთებელი

  

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და თითების წვერები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „არჩევანი“ _  წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით,  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.