საქორწილო

8

საქორწილო  _ ქორწილისათვის განკუთვნილი, ქორწილისა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქორწილი“ _ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში თითები გაშლილია, მხოლოდ ცერია ჩაკეცილი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.