საყვავილე

2

საყვავილე     ყვავილების ვაზა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ –  ზევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი წინ მოძრაობს, მომდევნო ფაზაში გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაზა“ / „ვაზის ფორმა“ –  ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული ცერებით, ორივე ხელით სრულდება ტალღური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.