საფულე _ ფულის ჩასადები ქისა თან სატარებლად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ – ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადება” _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით, მარცხენა ხელისგულსა და სხეულს შორის. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.