სამალავი _ დასამალავი, საფარი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამალვა“ _ მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხენას ხელის წინ მოძრაობს, მსუბუქად ეხება მარცხენა ხელს და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.