სამაგალითო

3

სამაგალითო _    მაგალითად გამოსადეგი, სანიმუშო, კარგი

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ / „ნიმუში“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით და სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.