სალათი

10

სალათი  _  ცივი კერძი, რომელსაც ამზადებენ წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისაგან (ზოგჯერ ხორცისა და თევზისაგანაც)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური „არევა (საჭმლის)“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.