სალარო _ შენობა, ოთახი, სადაც წარმოებს ფულის მიღება, შენახვა და გაცემა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სალარო“ _ ხელისგული მარცხნივაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ცერზე შემოხვეულია საჩვენებელი თითი, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.