სახელგანთქმული

8

სახელგანთქმული _  სახელოვანი, სახელმოხვეჭილი, პოპულარული

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ცერს; ჟესტის მეორე  ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცნობილი“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, ხელი წინ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.