სახალხო

3

სახალხო  _ ხალხის კუთვნილი, ხალხის კულტურასთან, ისტორიასთან ან მოთხოვნილებებთან დაკავშირებული, ხალხისა, ხალხური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ერი“ _ ხელისგული  გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, თითები ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მარჯვნივ და ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.