საკაცობრიო

3

საკაცობრიო  _ კაცობრიობისათვის განკუთვნილი, კაცობრიობის დამახასიათებელი, კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საზოგადოება“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.