საჯარო რეესტრი – სარეგისტრაციო დაწესებულება
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვენივ მოძრაობს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადსტურება“ / „ბეჭდის დასმა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ბოლო ორი ჟესტი ერთად ნიშნავს სიტყვა-ჟესტს „რეგისტრაცია“. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.