საძირკველი _ რაიმე ნაგებობის ქვედა ნაწილი, რომელიც მიწაშია ჩადგმული და რომელსაც ეყრდნობა მთელი ნაგებობა, საფუძველი, ფუნდამენტი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩასხმა (ბეტონის)“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისქე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახული ღია წრე, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.