სადღეგრძელო

6

სადღეგრძელო _   სუფრაზე ვისიმე დღეგრძელობისათვის, კეთილდღეობისათვის წარმოთქმული სიტყვა და შესმული სასმელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭიქების ჭახუნი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებითა და ზევით აწეული ცერებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვით გამოსვლა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.