საბჭოთა კავშირი

3

საბჭოთა კავშირი  _  15  რესპუბლიკისგან შემდგარი ქვეყანა, რომელიც დაიშალა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კომუნისტური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული თავისუფლად გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით რამდენჯერმე სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხელი რამდენიმეგან ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კავშირი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე თითებით გადაჭდობილი ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.