საამო _ სიამის მომგვრელი, სასიამოვნო, საამებელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გემრიელი“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით ხელი ეხება ლოყას და ქვევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კმაყოფილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს და ქვევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.