საალერსო

2

საალერსო  _  ალერსის გამომხატველი, ალერსის შემცველი, ალერსიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ალერსი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, მარცხნივ და წინ მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული  მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.