სააგენტო _ დაწესებულება, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ორგანიზაციის ან კერძო პირთა დავალებებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აგენტი“_ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.