რთველი

10

რთველი   _   ვენახებში ყურძნის კრეფა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ფართოდ გაშლილი წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, გაშლილია ცერიც, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, შუა და საჩვენებელი თითები მაკრატლისებურად მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.