რომელიც _ სწორედ ის, ვინც ან რაც (იხმარება მაქვემდებარებელ კავშირად)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა- ჟესტი „რომელი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ნაწილაკი „-ც“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.