რომანტიკოსი

8

რომანტიკოსი  _  რომანტიზმის მიმდევარი,  მეოცნებე, გრძნობების ამყოლი ადამიანი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიყვარული“ – წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული ცერები წვერებით ეხება ერთმანეთს და მკერდს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრობა ქვევით _ გულის გრაფიკული მოხაზულობით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებითი მოძრაობა თითების რხევით; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის, სახისა და მხრების დონეზე.