რომანი

7

რომანი  _ ეპიკური, თხრობითი ლიტერატურის ჟანრი, დიდი მოცულობის თხრობითი ნაწარმოები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიყვარული“ – წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული ცერები წვერებით ეხება ერთმანეთს და მკერდს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრობა ქვევით _ გულის გრაფიკული მოხაზულობით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _  წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.