როდისმე _ რაღაც დროს, ოდესმე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყოფნა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.