რევიზია _ გადასინჯვა, შემოწმება, რისიმე მუშაობის გამოკვლევა მოქმედების სისწორისა და კანონიერების შემოწმების მიზნით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესვლა“ _ მარჯვნივ და სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი თითებით, მარცხნივ და სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანალიზი“ _ ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.