რელიგია _ ზებუნებრივი ძალების, ღმერთების, სულების რწმენა, სარწმუნოება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღმერთი“ _ წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რწმენა“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.