რეკომენდაცია _ ვისიმე მუშაობის, საქმიანობის დადებითი დახასიათება წერილობით ან სიტყვიერად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით; მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან, მარჯვენა ხელისგული ზურგით ეხება მარცხენას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამბავი“ / „თხრობა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება შუათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.