რამდენჯერ _ არაერთხელ, რამდენიმეზე გამრავლებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რამდენი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელის თითები იშლება თანმიმდევრობით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „-ჯერ“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.