რამდენიმე

2

რამდენიმე  _   მცირე რაოდენობის, არაბევრი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რამდენი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელის თითები იშლება თანმიმდევრობით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ნაწილაკი „-მე“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.