რაკრაკი

10

რაკრაკი   _  წყაროს, ნაკადულის ხმაური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდინარე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ყურებთან განთავსებული ხელისგულები, ცერები ეხება შუათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული,  ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.