რადიაცია

2

რადიაცია  _   სხივების ფრქვევა, ელექტრომაგნიტური ტალღების გამოშვება,  გამოსხივება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება პოზიციის მონაცვლეობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.