ქვრივი _ ქმარგარდაცვლილი დედაკაცი ან ცოლგარდაცვლილი მამაკაცი
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეუღლე“ / „ბეჭედი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მარცხენა არათითზე, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია მაჯებთან ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უმეუღლეო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი თითების წვერებით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.