ქვიშა

10

ქვიშა  _   წყლის მიერ ფხვიერ მასად ქცეული ქვის წვრილი ნამსხვრევი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით და გაშლილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ნეკი, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება  გაშლილ და ქვევით დაშვებულ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.