ქვეწარმავალი

9

ქვეწარმავალი _    ხერხემლიან ცხოველთა კლასი, რომლის წარმომადგენლებიც მიწაზე ხოხვით მოძრაობენ, ქვემძრომი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით და გაშლილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ნეკი, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხოხვა“ / „ცოცვა“ _  ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი იხრება ფალანგებში;  ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.