ქვეყანა _ დედამიწა, დედამიწის სფერო, ჩვენი პლანეტა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, მარჯვენა ხელით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა და შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.