ქველმოქმედება _ ქველმოქმედის საქმიანობა, მოღვაწეობა, მოწყალება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითების რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.