ქრისტე _ უფალი, ღმერთი, ძე ღვთისა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ მიმართული შუა თითით ხელი ეხება მარჯვენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.