ქოთანი _ საჭმლის მოსამზადებელი, თიხის პირფართო ჭურჭელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა (ქოთნის)“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები წრიულად მოხრილი თითებით და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქილა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.