ქოლგა _ წვიმისა და მზისაგან დასაცავი ხელში დასაჭერი დასაკეცი მოწყობილობა ჯოხზე მიმაგრებულ ჩხირებზე მომრგვალოდ გადაჭიმული ქსოვილით
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელზე ზემოდან განთავსებულია იმავე კონფიგურაციით მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.