ქმარი _ ცოლის მეუღლე, კაცი იმ ქალის მიმართ, რომელთანაც ქორწინებით არის დაკავშირებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეუღლე“ / „ბეჭედი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მარცხენა არათითზე, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ბიჭი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.