ქინძი _ საჭმლის შესაკაზმი მწვანილი (ქოლგოსანთა ოჯახისა)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწვანილი“ _ სხეულისკენ მიმართულია პირის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქინძი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.