ყველგან _ ყოველ ადგილას
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყველა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი განთავსებულია მკერდის მარცხენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.
