ყაურმა _ თავისავე ქონში ხახვით მოხრაკული ცხოველის შიგნეულობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ღვიძლი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.