ქარავანი

9

ქარავანი  _   საპალნიანი საკიდარი ცხოველების (აქლემების) მოარული რიგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აქლემი“ –  მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია მაჯებთან ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანმიმდევრული სვლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება თანმიმდევრული  მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.