ქალბატონი

6

ქალბატონი  _  თავაზიანი მიმართვა ან ხსენება ქალისა საზოგადოებაში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეთიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი ლოყებს ეხება ნიკაპთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.