ქალა _ ადამიანის ან ცხოველის თავის ჩონჩხი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური,მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება თავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.