ქადაგება _ ეკლესიაში წარმოთქმული რელიგიურ-დამრიგებლობითი შინაარსის სიტყვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხრობა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, შუათითები და და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილია ზევით აღმართული თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება (ამბის)“ _ ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.