პროგრამა _ მუშაობის, მოქმედების გეგმა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი რამდენიმეგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.