პრობლემური _ პრობლემის მქონე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პრობლემა“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ხელები ერთმანეთს ეხება გაშლილი თითების წვერებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.