პრეზიდენტი _ ზოგი რესპუბლიკური სახელმწიფოს მეთაური
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავმჯდომარე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მართვა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები შემოხვეულია ცერებზე, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობით მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.